2026 წლის 25-26 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა კრიზისების ეპოქაში: წესრიგის რეორგანიზაცია და სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმაცია.“
დაჩქარებული გლობალური ტრანსფორმაციის კონტექსტში საზოგადოებაზე სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს კრიზისები: გეოეკონომიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური გაურკვევლობა, გარემოსდაცვითი გამოწვევები, ტექნოლოგიური რღვევები და ცვალებადი სოციალური სტრუქტურები. ეს პროცესები მოითხოვს განახლებულ თეორიულ რეფლექსიასა და ინოვაციურ მეთოდოლოგიურ მიდგომებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში. კონფერენციის მიზანია, შექმნას ინტერდისციპლინური პლატფორმა, სადაც განხილული იქნება, როგორ გარდაქმნის კრიზისები სივრცით კონფიგურაციებს, სოციალურ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ წესრიგს ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულებიდან.
კონფერენციის ენა და ფორმატი
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. იმუშავებს როგორც პირისპირი, ისე დისტანციური (ონლაინ) სექციები.
კონფერენციის აბსტრაქტები გაივლის რეცენზირებას და გამოქვეყნდება ელექტრონულად. ავტორებს, ასევე, ექნებათ საშუალება, მოხსენებები სტატიების სახით გამოსაქვეყნებლად გამოგზავნონ Google Scholar-ში ინდექსირებულ ჟურნალში „გარემო და საზოგადოება (es.tsu.ge).“
რეგისტრაცია
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მისამართზე:
https://forms.gle/Bs8m7bqF4wXdP7qa7
მნიშვნელოვანი თარიღები
კონფერენციის გამოცხადება: 26 თებერვალი 2026 წელი
აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 14 აპრილი, 2026 წელი
აბსტრაქტის შერჩევის ვადა: 22 აპრილი, 2026 წელი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 25-26 ივნისი, 2026 წელი
სტატიების გაგზავნის ვადა (არასავალდებულო): 27 სექტემბერი, 2026 წელი
მოსაკრებელი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობა უფასოა.